თარგმნა

ბიზნესის სახეები


     ბაზრის ერთ-ერთი დანიშნულებაა ის,  რომ იგი
წარმოადგენს ბაზრის სუბიექტების საქმიანობით გაც-
ვლის სფეროს. თუ საქმიანი ურთიერთობები მოიცავენ
ბიზნესის სუბიექტების საბაზრო კომუნიკაციებს,  მათ
უწოდებენ საბაზრო  ურთიერთობებს.  ბაზარი ადამია-

ნებს შორის საზოგადოებრივი კავშირის ფორმაა,  რომ-
ლებიც აკეთებენ  (ეწევიან) ბიზნესს მთელ მსოფლიოში. 
გამოყოფენ ბიზნესის ორ საბაზრო ფორმას. საქმიანობის
შედეგებით გაცვლა ხორციელდება: 
     ნატურალური  (ბარტერული,  ფულის გარეშე) 
საქონელგაცვლის საშუალებით. ამ შემთხვევაში
დომინირებს ბიზნესის მარტივი სასაქონლო
(ბარტერული) ფორმა; 
      ან საქონლის ყიდვა-გაყიდვის  (საქონელმიმოქცე-
ვის) საშუალებით, ე. ი. ფულის გამოყენებით. ამ
შემთხვევაში დომინირებს ბიზნესის სასაქონ-
ლო-ფულადი ფორმა. 
ეკონომიკის ტიპი,  რომელშიც ბიზნესის სასაქონ-
ლო-ფულად ფორმას გააჩნია გაბატონებული მნიშვნე-
ლობა, ცნობილია საბაზრო ეკონომიკის სახელწოდებით. 
ქვეყნებს,  რომლებშიც გაბატონებულია  (ჭარბობს)  ბიზ-
ნესის მოცემული ფორმა, უწოდებენ საბაზრო ეკონომი-
კის  ქვეყნებს.  საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესი-
სათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: 
     ბიზნესის თითოეული სუბიექტის ეკონომიკუ-
რი თავისუფლება, რაც შესაძლებელია მხოლოდ
იძულებითი შრომის ფორმების არარსებობისას; 
     ბიზნესის სფეროში ყველა ადამიანის უფლება-
უნარიანობის _ უნარის არსებობა იყოს ბიზნეს-
მენი და ბიზნესის მფლობელი კანონიერ საფუძ-
ველზე; 
     სასაქონლო-ფულადი ბაზრის აბსოლუტური
დომინირება გარიგებათა ბაზარზე;
       ბიზნესის სასაქონლო-ფულადი ფორმისთვის დამა-
ხასიათებელია ისეთი კატეგორიები,  როგორიცაა ფასი, 
მოგება და კაპიტალი. ფასი საქონლის, მომსახურების ან
სამუშაოს ღირებულების ფულადი გამოხატულებაა. მის
სიდიდეზე გავლენას ახდენს ხარჯების სიდიდე,  რომ-
ლებიც ხმარდება საქონლის წარმოების,  ტრანსპორტი-
რებისა და რეალიზაციის პროცესს,  აგრეთვე თანაფარ-
დობა საქონლის,  მომსახურების,  სამუშაოს მიწოდებასა
და მათზე მოთხოვნას შორის. მოგება ბიზნესისაგან შე-
მოსავლის ნაწილის  (შემოსავლიდან დანახარჯების გა-
მოკლებით) ფულადი ფორმაა. მოგების მიმღებები არი-
ან მხოლოდ ბიზნესის სუბიექტები. კაპიტალი ეკონომი-
კური კატეგორიაა, რომელიც გამოხატავს ბიზნესის ამა

თუ იმ სუბიექტის საკუთრების ობიექტების ფულად შე-
ფასებას. კაპიტალად იქცევა საკუთრების ის ობიექტები, 
რომლებიც გამოიყენება ბიზნესში.  საკუთრების ასეთ
ობიექტებს მიეკუთვნებიან უძრავი ქონება, მოძრავი ქო-
ნება, ფულადი დაგროვება.  ბიზნესის სუბიექტების მო-
გების ნაწილს, რომელიც არ გამოიყენება პირადი მოხ-
მარებისათვის,  არამედ გადაიქცევა საკუთრების ობიექ-
ტებად,  რომლებიც გამოიყენება ბიზნესის შემდგომი
განვითარებისა და გაფართოებისათვის, უწოდებენ კაპი-
ტალის დაბანდებას  (კაპიტალდაბანდებას)  ანუ ინვეს-
ტიციას.


http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000995/Shubladze%2B%20.pdf






No comments:

Post a Comment