თარგმნა

ბიზნესის გარემო

                         ბიზნესი სამომხმარებლო მომსახურების ბაზარზე

       სამომხრაებლო  მომსახურებას უწოდებენ ისეთ
მომსახურებას,  რომელსაც უწევენ ბიზნესის სუბიექტე-
ბი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს,  როგორც წესი, 
ადამიანთა საბოლოო პირად მოთხოვნილებათა დაკმა-
ყოფილების მიზნით. როგორც საწარმოო მომსახურებაც, 
მომსახურების ეს ჯგუფიც არასასაქონლო ხასიათისაა. 
ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენთა ძალისხმევა, რომლე-
ბიც მუშაობენ საბაზრო ეკონომიკის სამომხმარებლო
სექტორში, მიმართულია უშუალოდ არა საქონლის შექ-
მნაზე,  არამედ მის საბოლოო მომხმარებლამდე დაყვა-
ნის პირობების უზრუნველყოფაზე.  ამიტომ თვით სექ-
ტორი,  რომლის შიგნით ფუნქციონირებენ აღნიშნული
ბიზნესმენები,  შეიძლება განისაზღვროს როგორც საბო-
ლოო სამომხმარებლო ბაზარი. 
ადამიანთა პირად მოთხოვნილებათა ერთობლიო-
ბა შედგება საბოლოო მოთხოვნილებათა ცალკეული
ბლოკებისა და ჯგუფებისაგან.  გამოყოფენ შემდეგ ბლო-
კებს: 
     ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებები _  ე.  ი. 
მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია
ადამიანის ცხოვრების ფიზიოლოგიურ საფუძ-
ვლებთან, მათ შორის მოთხოვნილებები სამედიცი-

ნო მომსახურებაზე,  ჯანმრთელობის დაცვასა და
დასვენებაზე; 
     ფიზიკური მოთხოვნილებები _ მოთხოვნილებე-
ბი,  რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა
ფიზიკურ არსებობასთან,  მათ შორის მოთხოვ-
ნილებები საჭმელზე,  ტანსაცმელზე,  კომუნიკა-
ციურ მომსახურებაზე და სხვ.; 
    ჰუმანიტარული  (სულიერი)  მოთხოვნილებები,
მოთხოვნილებები,  რომლებიც დაკავშირებულია
ადამიანთა სულიერ-ასოციაციურ განვითარე-
ბასთან, მათ საგანმანათლებლო, მეცნიერულ და
კულტურულ დონის ამაღლებასთან, ესთეტიკუ-
რი სიამოვნების მიღებასთან ხელოვნების ნა-
წარმოებებთან გაცნობის პროცესში; 
     საერთო  სოციალური  მოთხოვნილებები, ე.  ი. 
ადამიანთა მრავალმხრივი სოციალური ცხოვრე-
ბის მოთხოვნილებები, მათ შორის მოთხოვნილე-
ბები საოჯახო მეურნეობის წარმოებაზე,  ბავ-
შვთა აღზრდასა და საოჯახო ურთიერთობათა
განვითარებაზე, მოთხოვნილება შრომაზე; 
    სოციალურ-პოლიტიკური  მოთხოვნილებები, ე. 
ი.  მოთხოვნილებები სოციალური და პოლიტი-
კური თვითგამოხატვის ფორმების გამოვლენასა
და განვითარებაზე,  სოციალურ და პოლიტი-
კურ აქტივობაზე,  მოთხოვნილებები სოციალუ-
რი გარანტიების მიღებაზე.

No comments:

Post a Comment