თარგმნა

ბიზნესის არსი


       ბიზნესმენი  (ინგლ. Businessman _ საქმის კაცი, საქ-
მიანი ადამიანი)
2
 არის პირი,  რომელიც ეწევა ბიზნესს
და იღვწის არა მარტო მოგების მისაღებად,  არამედ სა-
ზოგადოებრივი კეთილდღეობისათვისაც.  იგი ქონების, 
კაპიტალის მფლობელია,  მესაკუთრეა  (ფირმის პატრო-
ნია).  ცივილიზებულ ქვეყნებში ბიზნესმენი ითვლება
ეკონომიკის მეფედ. 
      უნდა აღინიშნოს,  რომ ყოველგვარი საქმიანობა არ
შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესად.  მაგალითად,  ნებისმიე-
რი მუშაობა არის საქმიანობა,  მაგრამ მუშაობა თავისთა-
ვად,  ეკონომიკური პროდუქტის შექმნა ჯერ კიდევ არ
არის ბიზნესი.  მუშაობა,  საქმიანობა წარმოადგენს ბიზ-
ნესს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავის მიზნად ისა-
ხავს მოგების,  შემოსავლის მიღებას.  წარმოება ხდება
ბიზნესი,  როდესაც მწარმოებელი არა უბრალოდ უშ-
ვებს პროდუქციას,  არამედ შედის ეკონომიკურ ურთი-
ერთობებში მყიდველთან (მომხმარებელთან) წარმოებუ-
ლი საქონლის ხელსაყრელად გაყიდვის, რეალიზაციის, 
გაცვლის მიზნით. 
     ამასთან უმართებულოა საჭიროებათა, მოთხოვნილე-
ბათა დაკმაყოფილების,  მოხმარების მიკუთვნება ბიზნე-
სისათვის.  მაგალითად,  შინ საჭმლის დამზადება ან
ტენსაცმლის შეკერვა პირად მოთხოვნილებათა დასაკ-
მაყოფილებლად,  არ არის ბიზნესი.  თუ საჭმელი დამ-
ზადდა ან ტანსაცმელი შეიკერა გასაყიდად, ისინი შეიძ-
ლება ჩაითვალოს ბიზნესად.
      ბიზნესის შესახებ საქართველოში ჯერჯერობით
არსებობს არასწორი, დამახინჯებული შეხედულება.  ეს
განპირობებულია იმით,  რომ იგი გარკვეულწილად
რჩება ჩრდილოვან  (ფარულ), ე. წ. იატაკქვეშა საქმიანო-
ბად.  კანონსაწინააღმდეგო ბიზნესი ამა თუ იმ სახით
ვლინდება თითქმის ყველა ქვეყანაში,  მაგრამ მისი არ-
სებობა და საზოგადოების მიერ ჯეროვანი გაკიცხვა არ
უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ მთლიანად ბიზნესს ნე-
გატიური შეფასება მიეცეს.  კრიმინალური ბიზნესი თა-
ვისებური მავნე ნარჩენია. უარყოფით რეაქციას აძლიე-
რებს ის ფაქტიც, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენთან ბიზ-
ნესი გაიშალა ძირითადად ვაჭრობის, მომსახურების (მ.
შ. საბანკო) სფეროებში და არა წარმოების სფეროში. იქ-
მნება შთაბეჭდილება და წარმოდგენა ბიზნესის არაპ-
როდუქტიულობის თაობაზე, როგორც ყიდვა-გაყიდვის
საქმიანობა იოლი გამდიდრების მიზნით.  ქართული
ბიზნესი საწყის ეტაპზეა, არსებობს არასაკმაო მომწიფე-
ბულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში.  დროთა
განმავლობაში იგი ხელსაყრელ სავაჭრო-საფინანსო ოპე-
რაციებთან ერთად გახდება საწარმოო,  შემოქმედებითი
საქმიანობა საერთო კეთილდღეობისა და ყველა ადამია-
ნის ურთიერთსარგებლობისათვის.
     თანამედროვე ცივილიზებულ ბიზნესში ბიზნესმე-
ნი ვალდებულია ფიქრობდეს არა მარტო თავის სარგებ-
ლობაზე,  არამედ სხვა პირების სარგებლობაზეც,  რომ-
ლებიც მონაწილეობენ საერთო საქმეში.  ასე რომ,  იგი
ზრუნავს როგორც საერთო მოგებიდან თავისი წილის
მიღებაზე, ასევე იმ წილზეც, რომელსაც მიიღებენ საქმის
თანამონაწილენი  (პარტნიორები),  კონტრაგენტები და
სხვ.  ამ გაგებით სიტყვა  «სარგებლობის»  ნაცვლად უფ-
რო მიზანშეწონილია სიტყვა «ურთიერთსარგებლობის»
გამოყენება.

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000995/Shubladze%2B%20.pdf

No comments:

Post a Comment