თარგმნა

ბიზნესის ორგანიზება


   ბიზნესგეგმის  (ოპერაციათა პროგრამის)  შემუშავე-
ბა არ გამორიცხავს თავდაპირველი ჩანაფიქრის შეც-290
ვლის,  მიზნებისა და ოპერაციის შესრულების ადრინ-
დელი ვადების დაზუსტების აუცილებლობას

    მოქმედებათა გეგმის შემუშავების შემდეგ ფირმის
ხელმძღვანელობამ უკვე ზუსტად იცის,  რა არის მის-
თვის აუცილებელი ბიზნესოპერაციის ჩატარებისათვის. 
ერთი შეხედვით ჩანს,  რომ თუ იცი რა გჭირდება და
გაქვს ფული,  მაშინ საბაზრო ეკონომიკის პირობებში
პრობლემები არ გექნება.  იყიდე მასალები,  აიღე არენ-
დით მოწყობილობა,  სათავსები  (შენობები),  ტრანსპორ-
ტი, დაიქირავე მუშაკები და იმოქმედე გეგმის შესაბამი-
სად.  სინამდვილეში სოლიდური ბიზნესოპერაციები
ხორციელდება რამდენადმე განსხვავებულად. 
თავდაპირველად საჭიროა მოლაპარაკება ბიზნესო-
პერაციის ყველა ძირითად მონაწილესთან,  შეიძლება
თუ არა ხელშეკრულებების  (კონტრაქტების)  დადება

მათთან.  საქმე ის არის, რომ გეგმის შესაბამისად უნდა
იმოქმედონ სხვა ადამიანებმა  (შემსრულებლებმა),  რომ-
ლებზეც დამოკიდებულია ბიზნესოპერაციის განხორციე-
ლება.  ასე რომ,  კარგია მათი თანხმობის მიღება,  მით
უფრო, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების სახით. 
შესაძლებელია პოტენციურმა მყიდველებმაც მოისურ-
ვონ კონტრაქტის გაფორმება ფირმასთან საქონლის მი-
წოდების შესახებ განსაზღვრული რაოდენობითა და ფა-
სით.  ეს უკვე გაყიდვის გარანტიაა,  რომელიც ბიზნეს-
გეგმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. 
მისაღებია ისიც, რომ ბიზნესოპერაციის განსახირ-
ციელებლად ფირმისათვის საჭირო რესურსების მფლო-
ბელებმა დადონ მასთან ხელშეკრულება მასალების გა-291
ყიდვის,  სათავსების,  მოწყობილობის არენდის,  კრედი-
ტის გაცემის შესახებ.  მაშინ ნათელი გახდება როდის
იქნება მიღებული საჭირო რესურსები და რა დაჯდება
ისინი.  აუცილებელია შრომითი კონტრაქტები მუშაკებ-
თან, რომლებსაც ქირაობს ბიზსნესმენი (ფირმა).

     ხელშეკრულებების  (კონტრაქტების)  მეშვეობით, 
რომელთა გაფორმება ხდება საგეგმო ოპერაციის შესრუ-
ლებამდე,  ფირმა იღებს არა მარტო სახელშეკრულებო
გარანტიებს,  არამედ მას აქვს შესაძლებლობაც შეადა-
როს საანგარიშგებო მაჩვენებლები იმ მაჩვენებლებს,
რომლებიც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაში.  თუ
გეგმა შეუთანხმებელია დადებულ ხელშეკრულებებთან,
უნდა მოხდეს გეგმის კორექტირება.  რასაკვირველია,
ყოველთვის ვერ ხერხდება წინასწარ გაფორმდეს ყველა
აუცილებელი ხელშეკრულება ბიზნესოპერაციის ნავა-
რაუდევ მონაწილეებთან.  მაშინ საჭიროა, თუ ეს შესაძ-
ლებელია, შეთანხმება განხორციელდეს სიტყვიერად მა-
ინც. პატიოსან ბიზნესში ბიზნესმენის სიტყვა დოკუმენ-
ტზე ნაკლებად არ ფასობს. ასეთი რამ შეიძლება გაკეთ-
დეს ნდობის ატმოსფეროს არსებობის პირობებში.



http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000995/Shubladze%2B%20.pdf






No comments:

Post a Comment