თარგმნა

გამოჩენილი ბიზნესმენი

ჰენრი ფორდი

    ბიზნესმენების რიგში პირველი ადგილი სრულიად დამსახურებულად ჰენრი ფორდმა დაიკავა. ჟურნალმა “ფორტუნამ” ის საუკუნის ბიზნესმენად დაასახელა. ფორდმა ავტომანქანა კი არა, საავტომობილო წარმოება შექმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ავტომანქანა ნებისმიერი ადამიანის პირველი სამომხმარებლო საგანია.          
     ლონდონის ავტოსალონში ფორდის “T” მოდელი 1908 წელს წარსდგა მსოფლიოს წინაშე, იგი ისტორიაში სახალხო ავტომობილის სახელით შევიდა და 1927 წლის ბოლომდე იყო წარმოებაში. ამ ხნის განმავლობაში მისი ფასი 850-დან 290 დოლარამდე ჩამოვიდა. 1913 წელს ჰენრი ფორდმა ავტომობილი კონვეინერის საშუალებით პირველად ააწყო და მისი დამზადების დრო თორმეტი საათიდან საათნახევრამდე შეამცირა. ცხრამეტ წელიწადში ფორდმა 15 მილიონზე მეტი ავტომობილი გამოუშვა. ეს რეკორდი მხოლოდ 70-იან წლებში გამეფებულმა კომპანია “ფოლკს-ვაგენის” ავტომობილმა გადაფარა. ფორდმა ამერიკა ბორბლებზე გადაიყვანა. მაშინდელი გზების მქონე ქვეყანა მოულოდნელად ცხორების სულ სხვა რიტმში ჩაჯდა. მანქანები სოფლის ექიმებმა, იურისტებმა, მექანიკოსებმა, ფერმერებმა და სხვა ფენის წარმომადგენლებმა შეიძინეს. ფორდმა პირველმა მისცა თავის მუშებს თავისივე პროდუქიის შეძენის შესაძლებლობა. იგი მათ იმ დროისათვის არნახულ თანხას- დღეში 5 დოლარს უხდიდა, ანუ თითქმის ორჯერ მეტს სხვა მეწარმეებთან შედარებით. მუშების მდგომარეობა არა მარტო ადგილობრივ ელიტას გაუსწორდა, არამედ ახალ ისტორიულ კლასს, საშუალო ფენას მისცა დასაბამი. “ფორდის” ფირმა სიდიდით მეორეა მსოფლიოში (“ჯენერალ მოტორსის” შემდეგ) დ მისი ბრუნვა 143 მილიარდი დოლარია 2001 წლის მდგომარეობით. 2004 წელს გამოშვებული “ფორდის” ბოლო მოდელი წლის საუკეთესო მანქანად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფირმა დღემდე ლიდერთა შორისაა, საავტომობილო წარმოების სფეროში.


 http://ucnauri.com/188757/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

No comments:

Post a Comment